ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება
19 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 19 დეკემბერს, საღამოს 19:00 საათიდან 20 დეკემბრის დილი 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში: ვარკეთილის III მასივს და კვარტალებს, კალოუბნის, თრიალეთის N2-20(ლუწ ნომრებს), N1-11(კენტ ნომრებს) საცხენისის, მამისაშვილის, ანდრია დადიანის, ბაღდავაძის, ქიზიყის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, ლორთქიფანიძის, კაკლიანის, ბერიშვილის, 17 შინდისელის, ძეგლევი, ხვედელიძე, აბაშვილის, ბერიაშვილის, მახარაშვილის, რამიშვილის და აბულაძის ქუჩებს. კახეთის გზატკეცილის N 7-10, 33ა და N 34-76 (ლუწ ნომრებს), აეროდრომის დასახლების მე-8 და მე-10 ქუჩებს, სერგი ჯიქიას N1, ზურაბ ჩაჩუა I და II გასასვლელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge