Loading data...
იუსტიციის მინისტრმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა

იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გიორგი პატარიძე წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, გიორგი პატარიძეს საჯარო და კერძო სამსახურებში, მათ შორის, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნამდე იგი იკავებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას.