იუსტიციის მინისტრმა აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ აღსრულების პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა
პაატა სალიამ ყურადღება გაამახვილა მორიგებით დასრულებული საქმეების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ აღსრულების პოლიციის საქმიანობის მთავარი მიზანი მხოლოდ სამართლებრივი დავების სწრაფად და ეფექტიანად დასრულება არ არის – პრიორიტეტს მხარეთა ინტერესების მაქსიმალური დაცვა და შეთანხმების საფუძველზე შედეგის მიღწევა წარმოადგენს.
მინისტრის განცხადებით, ამ მიდგომის ეფექტიანობას 2025 წლის სტატისტიკაც ადასტურებს – საქმეთა 80 პროცენტზე მეტი მორიგებითა და ნებაყოფლობით დასრულდა.
იუსტიციის მინისტრმა აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთად საქმიანობაში გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის თანამშრომლებს სპეციალური სახელმწიფო წოდებები მიანიჭა და სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.