ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი: დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ - დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მის ღვაწლს განსაკუთრებულ შეფასებას აძლევს.
„დამამწუხრა ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ: დიადი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი“, - წერს ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი.
Saddened to learn about the passing away of the Catholicos-Patriarch of All Georgia ILIA II: a great leader, friend of Israel and the Jewish people. pic.twitter.com/jcx2sxYQge
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) March 17, 2026
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ილია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს 18 მარტს, სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ.