Loading data...
ისრაელის საელჩო: მადლობა მაკა ბოჭორიშვილს ღაზას საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის, სადაც საკუთარი თვალით იხილა „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე

საქართველოში ისრაელის საელჩო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მიერ ისრაელში, ნირ ოზის კიბუცის და ნოვა ფესტივალის ტერიტორიის მონახულებას ეხმაურება და მადლობას უხდის მაკა ბოჭორიშვილს ღაზას საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის.

„რეალობას ვერაფერი განახებს იმაზე უკეთ, ვიდრე საკუთარი თვალით ნახვაა. მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ღაზას საზღვრისპირა დასახლებებში ვიზიტისთვის, სადაც მან საკუთარი თვალით იხილა ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე“, – წერს საქართველოში ისრაელის საელჩო.