Loading data...
ისანში შიდა ეზო ორ მისამართზე მოწესრიგდა

ისნის რაიონის გამგეობის მიერ თ.ქევხიშვილის ქ.N18-სა და მთისძირის ქ.N101-ში შიდა ეზო მოწესრიგდა.

სამუშაოების შედეგად 2100 კვ.მ. ფართობზე დაიგო ასფალტის საფარი. ასევე, თ. ქევხიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელი შეიცვალა.

პროექტები გამგეობის ბიუჯეტიდან 161 252 ლარით ფინანსდება. ისნის რაიონის გამგებელმა აკაკი ხლაბუსტოვმა საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ბექა მენთეშაშვილთან ერთად დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.