Loading data...
ირაკლი კობახიძე საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო და თამაშის დასრულების შემდეგ ეროვნულ ნაკრებს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე UEFA-ს ერთა ლიგის ფარგლებში გამართულ საქართველო-ჩეხეთის მატჩს დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ირაკლი კობახიძე, მიხეილ მესხის სტადიონზე, დედაქალაქის მერთან და მთავრობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. მატჩი ანგარიშით 4-1, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა.

თამაშის დასრულების შემდეგ, მთავრობის მეთაურმა ნაკრების წევრებს გამარჯვება მიულოცა და შემდეგ მატჩებზე წარმატება უსურვა.