1786432972
საზოგადოება
ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კოლუმბიაში მომხდარ მიწისძვრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ კოლუმბიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო და ვუსამძიმრებთ კოლუმბიის მთავრობასა და ხალხს. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ყველა დაშავებულს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
Our deepest condolences to the Government and people of Colombia following the devastating earthquake.
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) August 11, 2026
Our thoughts are with the families and loved ones of those who lost their lives. We wish a swift recovery to all those injured.