Loading data...
ირაკლი კირცხალია: მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ-ბაირამს, მადლობას გიხდით გულწრფელი თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია მუსლიმ თანამოქალაქეებს რამადან-ბაირამს და ნოვრუზ-ბაირამს ულოცავს.

„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ვულოცავ რამადან-ბაირამს და ნოვრუზ-ბაირამს. თითოეულ თქვენგანს გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მშვიდობას. განსაკუთრებული მადლიერებით მსურს აღვნიშნო ის სითბო, ერთიანობა და სოლიდარობა, რომელსაც მუდამ ვგრძნობთ თქვენგან და ეს კიდევ ერთხელ გამოავლინეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მწუხარების გაზიარებით. მადლობას გიხდით ამ გულწრფელი სიყვარულისა და თანადგომისთვის, რომელიც ყოველთვის გვემახსოვრება. დარწმუნებული ვარ, სწორედ ასეთი ერთიანობა არის ჩვენი ქვეყნის სიმტკიცისა და უკეთესი მომავლის საფუძველი“, - წერს კირცხალია.