Loading data...
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი

ჩვენ გუშინ ვიხილეთ ორგანიზებული, ორკესტრირებული მცდელობა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან საკითხის პოლიტიზების, რომ თითქოს და ხელისუფლება შინაური მიუსაფარი ცხოველების მიმართ არის გულგრილი, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მისივე თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისმა სამსახურებმა ჩაატარეს მოკვლევა და არც ერთი მსგავსი შემთხვევა არ დადასტურებულა.

„ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ ეს საკითხი პოლიტიზების მცდელობად, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად, რომელიც წარუმატებლად დასრულდა. საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ სწორედ ჩვენი გუნდი იყო ინიციატორი იმ კანონპროექტის მიღების, რომელიც ეხება შინაური ცხოველების უფლებების, მათ შორის მიუსაფარი ცხოველების უფლებების დაცვას“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.