1775135279
ეკონომიკა
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 2 აპრილის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6989 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6994 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.1083 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.1318 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0607 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 3 აპრილს შევა ძალაში.