Loading data...
ირაკლი ბენდელიანი: ვიწყებთ რუსთაველის გამზირის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ვადები მაქსიმალურადაა შემჭიდროებული და ნოემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები

თბილისის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო.

სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა იზღუდება ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში, ასევე კოსტავას ქუჩის ნაწილზე.

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის ვადები მნიშვნელოვნადაა შემჭიდროებულია, ამიტომ შესაბამისი სამსახურები ადგილზე 24 საათის განმავლობაში იმუშავებენ.

„ვიწყებთ რუსთაველის გამზირის სრულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პირველ ეტაპზე, სრულად ჩაიკეტება რუსთაველის გამზირზე არსებული ყველა შემსვლელი და გამსვლელი ქუჩა. რაც შეეხება ობიექტს, არის რამდენიმე ლოტად დაყოფილი. ვადები მაქსიმალურადაა შემჭიდროებული და ნოემბრის ბოლოსთვის სრულად უნდა დასრულდეს სამუშაოები. ამის გათვალისწინებით, საჭიროა სრულად, მთელს გამზირზე ერთდროულად წარიმართოს სამუშაოები. სამუშაოები წარიმართება 24 საათის განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.