1774182099
საზოგადოება
ილია მეორე სიონის ტაძარში მიასვენეს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიასვენეს.
ილია II-ს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.
კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვის დროს სიონის ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იქნებიან.
სამების საკათედრო ტაძარში, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოს I-მა, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოსთან და სინოდის წევრებთან ერთად, წესის აგების მსახურება აღავლინა.
წესის აგების მსახურების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო სამგლოვიარო მსვლელობა, რომელიც სიონის საკათედრო ტაძართან დასრულდა.