Loading data...
„ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა“ - PABSEC-ის გენერალურმა მდივანმა მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო, სამძიმრის წერილი გაუგზავნა.

„შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საერთაშორისო სამდივნოსა და პირადად ჩემი სახელით, მსურს გამოვხატო ღრმა მწუხარება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის გარდაცვალების გამო.

მისი უწმინდესობა ილია II საერთაშორისოდ იყო აღიარებული, როგორც გამორჩეული სულიერი ლიდერი, რომელმაც სიცოცხლე მშვიდობის, ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას მიუძღვნა, როგორც საქართველოში, ისე შავი ზღვის რეგიონში. მისმა სიბრძნემ, მორალურმა ავტორიტეტმა და დიალოგისა და ურთიერთგაგებისადმი ურყევმა ერთგულებამ უდიდესი წვლილი შეიტანა ხალხთა შორის ჰარმონიის გაძლიერებაში.
თქვენო აღმატებულებავ, მწუხარების ჟამს, გთხოვთ, მიიღოთ ჩვენი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ“ - აღნიშნულია წერილში.