1774121149
საზოგადოება
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატავად, იაპონიაში საქართველოს საელჩოში იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ელჩებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს
ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის გამოსახატავად იაპონიაში საქართველოს საელჩოში იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ელჩებმა სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს. ინფორმაციას იაპონიაში საქართველოს საელჩო ავრცელებს:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სამძიმრის გამოსახატავად იაპონიაში საქართველოს საელჩოს ეწვივნენ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის უფროსი, ელჩი ტადაიუკი მიიაშიტა, სახელმწიფოს სხვა ოფიციალური პირები, იაპონიის საზოგადოებრიობისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები და სამძიმრის წიგნში ჩანაწერები დატოვეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.