Loading data...
ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო მიუსამძიმრა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა“, – წერს აზერბაიჯანული მედია. 

ცნობისთვის, 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ გააკეთა.