Loading data...
ილჰამ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს ეწვია და ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჩანაწერი გააკეთა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

„პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ, ილია მეორემ მთელი თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა მიუძღვნა კეთილშობილურ საქმეებს და რელიგიათაშორისი დიალოგის განვითარებას. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ ჩვენს ქვეყანაში მას ყოველთვის პატივისცემით გაიხსენებენ“, - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წიგნში გაკეთებული ჩანაწერის შემდეგ ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძეს გაესაუბრა.

ზურაბ პატარაძემ ალიევს მადლობა გადაუხადა საელჩოში სტუმრობისა და თანაგრძნობისთვის.