იაგოდა ლაზარევიჩი: საქართველოსა და სერბეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება ქართულ-სერბულ ურთიერთობებს, კიდევ უფრო, დააახლოებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბელგრადიდან პირველი პირდაპირი რეისი Air Serbia-მ ცოტა ხნის წინ შეასრულა. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო სერბეთის საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრი იაგოდა ლაზარევიჩი, რომელსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი და საქართველოსა და სომხეთში სერბეთის ელჩი ტატიანა პანაიუტოვიჩ ცვეტკოვიჩი დახვდნენ.
მისი განცხადებით, დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და საქართველოს დედაქალაქები ერთმანეთს.
„დღევანდელმა ფრენამ პირველად დააკავშირა ორი ქვეყნის, სერბეთისა და
საქართველოს დედაქალაქები, ბელგრადი და თბილისი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენს ქვეყნებს შორის, ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე მიუთითებს.
პატივი მაქვს, რომ ეს სასიხარულო ამბავი პირადად აღმენიშნა თბილისში. ჩემი, როგორც საშინაო და საგარეო ვაჭრობის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ულამაზეს ქვეყანაში ჩამოსვლა. თვითმფრინავი სავსე იყო და ძალიან ამაყი ვარ. ველოდებით, რომ ბევრი ტურისტი ჩამოვა სერბეთიდან საქართველოში და საქართველოდან სერბეთში. ეს რეისი ორ ქვეყანას შორის, ბიზნესურთიერთობების განვითარებასაც შეუწყობს
ხელს“, - განაცხადა იაგოდა ლაზარევიჩმა.
თბილისის აეროპორტის სამთავრობო ტერმინალში ახალი ევროპული ავიაკომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით მიღება გაიმართა, რომელსაც ავიაციისა და ტურიზმის სექტორისა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.