Loading data...
გომის მთაზე მომხდარი მძიმე ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 4-მდე გაიზარდა

გომის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მძიმე ავარია მოხდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში Newshub.ge-ს განუცხადეს, ავარიის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს.

გავრცელებული ცნობით, მიკროავტობუსი ხრამში გადავარდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.