1795293608
საზოგადოება
გლოვის დღესთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2026 წლის 19 ნოემბერს ქ. თბილისში, ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების გამო, უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.