Loading data...
გლდანის რაიონში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის რაიონის გამგეობა არაერთ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, მათ შორის, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, მიმდინარეობს სპორტული მოედნების მოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

წელს სპორტული მოედნები 14 მისმართზე განახლდა, ოთხზე კი მიმდინარეობს. მათ შორის არის გლდანის III მიკრორაიონის N2 კორპუსთან არსებული სტადიონი.

მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე მოადგილესთან მურთაზ ხარჩილავასთან ერთად გაეცნო.