Loading data...
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6042 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6047 ლარი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.9407 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 2.9576 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0531 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 2 ოქტომბერს შევა ძალაში.