1760616562
საზოგადოება
გლდანის რაიონში კიდევ ორი სპორტული მოედანი რეაბილიტირდა

გლდანის რაიონის გამგეობა ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, სპორტული სივრცეების მოწყობა-რეაბილიტაციას განაგრძობს.
ამ ეტაპზე, სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები კიდევ ორ მისამართზე დასრულდა.
კერძოდ, განახლდა გლდანის მე-5 მიკრორაიონის N14-15 კორპუსებთან არსებული სპორტული მოედანი და I მიკრორაიონის N18 კორპუსის მიმდებარედ ფეხბურთის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი. ორივე მისამართზე, საერთო ჯამში, 94 458 ლარი დაიხარჯა.