Loading data...
გლდანის I მიკრორაიონის N4 კორპუსთან შიდა ეზო წესრიგდება

გლდანში ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ფარგლებში, კიდევ ერთი შიდა ეზო წესრიგდება. ამჯერად, გლდანის I მიკრორაიონის N4 კორპუსთან დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ასფალტის საფარი იცვლება. სამუშაოებისთვის 80 000 ლარია გათვალისწინებული.

აღნიშნულ მისამართზე ასფალტის საფარის მოწესრიგებამდე, გამგეობის „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, წყალარინების გარე ქსელი 170 გრძივ მეტრზე მოწესრიგდა. რისთვისაც, 43 080 ლარი დაიხარჯა. ამასთან, გასულ წელს აღნიშნულ მისამართზე, I სადარბაზოში გლდანის გამგეობამ ლიფტის რეაბილიტაციაც განახორციელა.

გზის საფარის მოწესრიგების მიმდინარე სამუშაო პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ჯაბა კოღუასთან და პარლამენტის წევრ ვლადიმერ ბოჟაძესთან ერთად გაეცნო.