Loading data...
გივი მიქანაძეს დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრმა უმასპინძლა

სქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე დუბაიში არაბთა გაერთიანებული საამიროების უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევის მინისტრს, დოქტორ აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარს შეხვდა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც არაბთა გაერთიანებული საამიროების მხარე უზრუნველყოფს ქართველი სტუდენტების სწავლის დაფინანსებას ადგილობრივ უნივერსიტეტებში.

აღინიშნა, რომ სტუდენტების მიღება მიმდინარე წელს დაიწყება.

გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ეს ინიციატივა სტუდენტებისთვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იქნება.

თავის მხრივ, დოქტორმა აბდულრაჰმან აბდულმანან ალ ავარმა ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზადყოფნა დაადასტურა.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, რომელიც კონკრეტული მიმართულებებით პარტნიორობის გაძლიერებაზე იმუშავებს.

მხარეებმა, საგანმანათლებლო კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, მზადყოფნა გამოთქვეს, მომავალშიც აქტიურად განაგრძონ თანამშრომლობა და განახორციელონ ერთობლივი პროექტები.