1766647375
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეუფასებელია ილია მეორეს ღვაწლი ქართველი ერის ერთობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს აღსაყდრებიდან 48 წელს ულოცავს.
„მის უწმინდესობას გულითადად ვულოცავ აღსაყდრებიდან 48 წელს! სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია IIათწლეულებია ქვეყანაში სიბრძნის და მშვიდობის საყრდენს წარმოადგენს. შეუფასებელია მისი ღვაწლი ქართველი ერის ერთიანობაში, ეროვნული ღირებულებების განმტკიცებასა და მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაშ. ჩვენს სულიერ წინამძღოლს ვუსურვებ ჯანმრთელობასა და მხნეობას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია მისალოც წერილში.