Loading data...
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე 9-10 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით მალტის რესპუბლიკას ეწვევა. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს. 

უწყების ცნობით, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა მე-10 კონფერენციაში, რომელიც ვალეტაში გაიმართება.

კონფერენციის მთავარი თემებია - ახალგაზრდულ პოლიტიკაში მიღწეული შედეგები; ახალგაზრდული პოლიტიკის ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა; დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერებისა და პოლიტიკის შემუშავების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა.

კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ დასკვნით დეკლარაციას - „ახალგაზრდები დემოკრატიისთვის: ახალგაზრდული პერსპექტივები მოქმედებაში“, რაც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.