გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოებას შეხვდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონების მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრების ფარგლებში მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და განათლების სისტემაში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
სამუშაო შეხვედრები კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რომლის დროსაც მასწავლებლებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.
აღნიშნული შეხვედრები ქალაქ ქუთაისსა და ქალაქ ზუგდიდში გაიმართა და მიზნად ისახავდა განათლების სისტემის განვითარების პროცესში სასკოლო საზოგადოების აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფას.