Loading data...
გივი მიქანაძე: ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე, რომ გადავავლოთ ფაკულტეტებზე საგნებს, არის საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას“, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.

წამყვანმა მას ჰკითხა, რამდენად კვალიფიციურ კადრს მიიღებს 3+1 სისტემით სახელმწიფო.

„ევროპის არაერთ ქვეყანაში ხდება გადასვლა სამწლიან საბაკალავრო და ერთწლიან სამაგისტრო სისტემაზე. ამის მთავარი მიზანია, რომ კონკრეტული პროფესიების მიმართულებით პროფილურად აღვჭურვოთ ძირითადი, ფუნდამენტური ცოდნით და შესაბამისად, მივცეთ საშუალება, რომ ბაზარზე რაც შეიძლება მალე დაიმკვიდროს თავი ადამიანმა და შეუდგეს კარიერულ წინსვლას. 3+1 სისტემა ეს არის მოდელი, რომელიც საქართველოშიც კი უკვე რამდენიმე წელია რამდენიმე მიმართულებაზე არის დანერგილი და ევროპის არაერთი ქვეყანაა, სადაც ეს სისტემა უკვე მოქმედია, აბსოლუტურად არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან, არის მოქნილი. რაც მთავარია, ორიენტირებულია ისეთ მოცემულობებზე, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ძირითად, ფუნდამენტურ და აუცილებელი ცოდნის აღჭურვის შესაძლებლობას იძლევა.

რომ გადავავლოთ სხვადასხვა ფაკულტეტზე საგნებს, არის შემოტანილი საგნები, რომელთა გარკვეული საჭიროება და აუცილებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუ დავტოვებთ მხოლოდ იმ ძირითად მოცემულობებს, რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროფესიის და კვალიფიკაციის მისაღებად საუნივერსიტეტო დონეზე, თავისუფლად შეგვიძლია, რომ ეს სამწლიან საბაკალავრო პროცესში ჩავრთოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.