Loading data...
გიორგი ტყემალაძე: ვფიქრობ, ეს ნამდვილად ისტორიული პროექტია - ტრამვაი თბილისში ბრუნდება

„ვფიქრობ, ეს არის ნამდვილად ისტორიული პროექტი - ტრამვაი თბილისში ბრუნდება“, - განაცხადა თბილისის ვიცე-სპიკერმა გიორგი ტყემალაძემ.

გადაცემაში „დღის ქრონიკა“ მან პროექტის განხორციელების ვადებზე დეტალური ინფორმაცია გააჟღერა.

„ეს არის კონცეპტუალური დიზაინის შექმნა 3 თვის განმავლობაში, შემდგომ 6 თვე დეტალური პროექტირება და შემდგომ უკვე მშენებლობა. 36 თვე არის საერთო ჯამში ის ვადა, რომლის ათვლაც დაწყებულია და დარწმუნებულები ვართ, რომ 36 თვის თავზე, უფრო ადრე თუ არა, ეს პროექტი იქნება განხორციელებული, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებას“, - განაცხადა მერის მოადგილემ.