1789563866
ეკონომიკა
ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6081 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6085 ლარი იყო.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.0084 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.0097 ლარს შეადგენს.
თურქული ლირა უცვლელია, რომლის ღირებულება 0.0536 ლარს შეადგენს.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 17 სექტემბერს შევა ძალაში.