Loading data...
გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანები დააჯილდოვა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის კულტურის სფეროში მოღვაწე ხელოვანების დაჯილდოება გაიმართა.

შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ გიორგი ჯინჭარაძემ ქართულ-აფხაზური კულტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დევნილ ხელოვანებს მადლობა გადაუხადა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ღონისძიების ფარგლებში, დაჯილდოვდნენ: ანსამბლ „შავნაბადას“ პირველი გუნდის წევრი, მომღერალი კონსტანტინე ამაშუკელი, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთის“ მუსიკოსი ივანე ტაბატაძე, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი ირინე სიმონიანი და აფხაზეთის ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის უფროსი თაობის ქორეოგრაფი სერგო გეგეჭკორი.