1773808749
საზოგადოება
გიდეონ საარი: ილია II დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო, რომელიც დიდი ლიდერი, ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო“, - აცხადებს გიდეონ საარი.
Saddened to learn about the passing away of the Catholicos-Patriarch of All Georgia ILIA II: a great leader, friend of Israel and the Jewish people. pic.twitter.com/jcx2sxYQge
— Gideon Sa'ar | גדעון סער (@gidonsaar) March 17, 2026
ცნობისთვის, 17 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ოფიციალური განცხადება კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ გააკეთა.