გერმანიის საელჩო: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ
საქართველოში გერმანიის საელჩო თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და შემთხვევის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ფონიჭალაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო. ჩვენი ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან და ყველა დაშავებულთან ვართ. ვუსურვებთ მათ გამძლეობას ამ რთულ დროს. განსაკუთრებული მადლობა მაშველებს, რომლებმაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. თანავუგრძნობთ დაზარალებულთა ახლობლებს და მთელ საქართველოს“, - აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.
ცნობისთვის, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში 19 ნოემბერს მომხდარი აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, ხუთი დაშავებული კი კლინიკებში გადაიყვანეს.
მთავრობის განკარგულებით დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.