1749385511
საზოგადოება
გელა გელაძე ოჯახთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეწვია

საქართველოს შს მინისტრი გელა გელაძე ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს რეზიდენციაში ესტუმრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატრიარქმა გელა გელაძე და მისი ოჯახი დალოცა. ილია მეორემ მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.