Loading data...
გეკა გელაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტებში სამუშაო შეხვედრები გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ პირველ მოადგილესთან როლანდ მესხთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გეკა გელაძემ ყურადღება გაამახვილა პოლიციელებისთვის ღირსეული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით რეგიონებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირებისგან მათ სამოქმედო ტერიტორიაზე დანაშაულთან ბრძოლის, ასევე, საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო დანაშაულის სტატისტიკას და გახსნის მაჩვენებელს.

გეკა გელაძემ დეპარტამენტების წარმომადგენლებს გაწეული ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.