Loading data...
BFMTV: გამოკითხული ფრანგების 78% მიიჩნევს, რომ მაკრონი არ არის კარგი პრეზიდენტი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის რეიტინგი კვლავ დაეცა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიის, Odoxa-Mascaret-ის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული გამოკითხვის თანახმად, სახელმწიფოს მეთაურმა არაპოპულარულობის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული ტელეარხი BFMTV ავრცელებს.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა მხოლოდ 22% მიიჩნევს მაკრონს კარგ პრეზიდენტად. ეს კი ექვსი პუნქტით ნაკლებია, ივნისის მონაცემებთან შედარებით.