1770879930
საზოგადოება
გეკა გელაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე გეკა გელაძემ თანამშრომლებს დეპარტამენტის დირექტორის ახლად დანიშნული მოადგილე, თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა და მას წარმატებული საქმიანობა უსურვა.
თეიმურაზ კუპატაძეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი ალადაშვილმა შეცვალა.