Loading data...
გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი: ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა

24-25 ნოემბერს, მაგისტრალურ გაზსადენზე დაგეგმილი მასშტაბური ტექნიკური სამუშაოების ფარგლებში, საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის ახალ, 20-კილომეტრიან მონაკვეთს მოქმედ ქსელთან მიაერთებენ.

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსის მალხაზ გაბუნიას განცხადებით, ტექნიკური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები მინიმუმამდე შემცირდება.

„წლის ბოლომდე დაგეგმილი ყველა სამუშაოს დასრულების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება გაზმომარაგების სისტემის საიმედოობა და მდგრადობა. დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგების ავარიულად შეწყვეტის რისკები შემცირდება მინიმუმამდე. ჩატარებული სამუშაოები იძლევა გარანტიას საიმედო და სტაბილური მომარაგებისთვის“, - აცხადებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დეპარტამენტის უფროსი.