გარემოს ეროვნული სააგენტო: 28 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია უამინდობა - ელჭექი, წვიმა, სეტყვა და ქარის გაძლიერება
„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს და მოსახლეობას მოსალოდნელი უამინდობის შესახებ აფრთხილებს.
მათი ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
„28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1 ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.