1789733370
საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტო: 19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონში პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი უამინდობის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.
„19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რეგიონში პერიოდულად მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
უწყების ცნობით, უხვი ნალექის გამო შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო პატარა მდინარეებზე - წყალმოვარდნები. ამასთან, მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში არსებობს მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვისა და გააქტიურების საფრთხე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს შეფასებით, მოსალოდნელი საფრთხის დონე საშუალოა.