1746859003
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი კახეთის მხარეში იმყოფება

დავით სონღულაშვილი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს ახალ შენობას გახსნის და სამუშაო პირობებს გაეცნობა.
მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების - ეროვნული სატყეო და დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოების თანამშრომლებთან, სადაც მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების, ასევე, არსებული საჭიროებების შესახებ მოისმენს ინფორმაციას.
დავით სონღულაშვილი კახეთში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ საწარმოებს: „ცივის ყველი“, „მეღვინეობა ვინე პონტო“ და „ბაბანეურის მარანი“ დაათვალიერებს. მინისტრთან ერთად იმყოფება კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი.