Loading data...
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. არსებული ცნობით, მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. 

როგორც Newshub.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.