Loading data...
გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში დიდიე ტღებიუკი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს გუნდთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო

„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს გუნდთან ერთად, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდაცვალების გამო“, - წერს საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი დიდიე ტღებიუკი X-ზე.

„როგორც უდიდესი სიბრძნითა და სათნოებით დაჯილდოებული სულიერი ლიდერი, იგი საკუთარი ურყევი ერთგულებით მშვიდობის, ერთიანობისა და ადამიანური ღირსებისადმი, თაობების შთაგონების წყარო იყო.

ჩემს გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ქართველ ხალხს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ყველას, ვინც ამ დიდ დანაკლისს გლოვობს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.