Loading data...
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები მიმდინარეობს. 

საგამოცდო პროცესი 09:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.

2024 წელს საგამოცდო ცენტრები იფუნქციონირებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში.

„ყველა საგამოცდო ცენტრი უკვე აღჭურვილია გაგრილების სისტემითა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურით. ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე ხვალიდან მობილიზებული იქნება სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

ცნობისთვის, თბილისის მერიას, საგამოცდო პერიოდში მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები აქვს დანიშნული

გამოცდები 6 აგვისტომდე გაგრძელდება.