Loading data...
ეროვნული და სულიერი იდენტობის ნაწილი - 14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.

1978 წლის 14 აპრილს, ენის ღირსების დასაცავად, თბილისში მასობრივი გამოსვლა მოეწყო. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და საბჭოთა რეჟიმს დაუპირისპირდა.

ქართველი ხალხის ერთსულოვნებამ და უკომპრომისო პროტესტმა საბჭოთა რეჟიმი აიძულა დათმობაზე წასულიყო, შედეგად, ქართული ენა სახელმწიფო ენად გამოცხადდა.