Loading data...
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. 

„რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას დაიკავებს ქალბატონი მარიამ ქვრივიშვილი, მას ყველა იცნობთ და განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი. დღემდე ის იკავებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ისეთ მიმართულებებს როგორიც არის - ტურიზმი და ავიაცია. ფართოვდება მისი საქმიანობის არეალი და დარწმუნებული ვარ, მინისტრის პოზიციაზე ის იქნება ისეთივე წარმატებულო, როგორც იყო შესაბამისი დარგების ხელმძღვანელობისას. წარმატებები მინდა ვუსურვო ქალბატონ მარიამს მინისტრის პოსტზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილი არის მმართველი პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, 2019-2020 წლებში იყო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, 2021 წლის 24 მაისიდან კი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობა დატოვა. ლევან დავითაშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2022 წლის 9 თებერვლიდან ეკავა, 2021 წლის 12 ივლისიდან იყო საქართველოს ვიცე-პრემიერიც.