Loading data...
ზელენსკი: რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციებს გეგმავს

„რუსეთი ნატოს ქვეყნების ტერიტორიაზე ახალი სამხედრო ოპერაციების ჩატარებას გეგმავს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჰააგაში განაცხადა. 

ჩვენი დაზვერვა ამას ადასტურებს. რუსეთი ნატოს ტერიტორიაზე ახალ სამხედრო ოპერაციებს გეგმავს “, - აღნიშნა ზელენსკიმ. 

ზელენსკის განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა უკრაინაში პუტინი უნდა შეაჩერონ, რადგან კრემლის ლიდერის მიზანი უკრაინის საზღვრებს სცილდება.

შეგახსენებთ, მანამდე კი,  ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ თქვა, რომ რუსეთი, შესაძლოა, 5 წელიწადში მზად იყოს ნატოზე თავდასხმისთვის. 

მისი თქმით, რუსეთი ჩინეთის დახმარებით აღადგენს თავის შეიარაღებულ ძალებს და იარაღს უფრო სწრაფად აწარმოებს.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა ალიანსის ლიდერის ბრალდებები უარყო.