დიზაინერი და ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი სოციალურ ქსელში „ვეფხისტყაოსანს“ ეხმაურება
„ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან... მე არ მინახავს სტურუას სპექტაკლი და არც მისი დამცველი ვარ, მაგრამ ასე შეიძლება დასცინო ამდენი ადამიანის ნაშრომს? სტურუა არის 80-ს გადაცილებული ადამიანი... შეიძლება ასე არენაზე ფბ-ზე საჯაროდ ხელოვანის ჩაქოლვა? რაც არ უნდა გაეკეთებინა ? რამე დააშავა?“, - აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში დიზაინერი და ხელოვანი ნინო ჩუბინიშვილი წერს, რითაც ის სპექტაკლ „ვეფხისტყაოსანს“ ეხმაურება.
„მგონი ყველა ზღვარი დაიკარგა ადამიანური. თითქოს არენაზე გამოყვანილ ადამიანებს სიხარულით ქოლავთ. მერე რა რომ ქვები არ ჩანს. მერე რა რომ ის არ კვდება... გესმით რას უშვვებით ერთმანეთს? გადაირიეთ? სირცხვილი. ამ გაგიჟებულ სამყაროში რას დავემსგავსეთ... ველურებს. მართლა ველურებს... საშინელებაა ხალხო... რას დავემსგავსეთ ამდენი თავნებობისგან?“, - წერს ჩუბინიშვილი.