1791887351
საზოგადოება
დიღმის მასივის მე-2 კვარტალში, N7 და N7ა კორპუსების მიმდებარედ ე.წ. სოფიას სკვერის რეაბილიტირდება
დიდუბის გამგეობა დიღმის მასივის მე-2 კვარტალში, N7 და N7ა კორპუსების მიმდებარედ ე.წ. სოფიას სკვერის სრულმასშტაბიან რეაბილიტაციას ახორციელებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მერიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყობა.
„პროექტის ფარგლებში, 3 400 კვ.მ ფართობზე მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები და განათების სისტემა, ტრენაჟორებით აღჭურვილი სავარჯიშო სივრცე, დასასვენებელი პავილიონი და დამონტაჟდება საპარკო ავეჯი.
ამასთანავე, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები განხორციელდება. 2017 წლიდან განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ მწვანე სივრცეების მოწყობისა და რეაბილიტაციას. დაეტყო კიდეც თბილისს სიმწვანე, რაც ძალიან უხდება ჩვენს დედაქალაქს“, - განაცხადა კახა კალაძემ.